2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“. 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“.
ხსენებული ცვლილებების შესაბამისად:
· შეიცვალა და დაკონკრეტდა სახელმწიფო მოღვაწის და საზოგადმო მოღვაწის დეფინიციები;
· სახელდების შესახებ საკრებულოს წინაშე ინიციატივის წარდგენის უფლება მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% და დასახლების საერთო კრებას;
· საკრებულო ვალდებული გახდა უზრუნველყოს ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება, დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მიღება და მათთან კონსულტაციების გამართვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;
· ადმინისტრაციული საქმისწარმოების რიგი ეტაპები მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.
ხსენებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საკრებულოში მიმდინარე სახელდების საქმისწარმოების პროცესის გამჭვირვალეობას და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დაინტერესებულ მოქალაქეებს, განსახილველ ინიციატივებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. (თავისუფლების მოედანი #2; ტელ.: 032 2 99 04 36) ასევე შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე:m.baliashvili@tbsakrebulo.gov.ge და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის Facebook-ის ოფიციალურგვერდზე
დღის წესრიგი
1. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ნასახლარის ქუჩისთვის ლაშარელას სახელის მინიჭების შესახებ.
2. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, უდაბნოს მონასტრის III შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ისტორიკოსის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ნატალია სამქანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ.
4. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, თეთრიწყაროს ქუჩის გაგრძელების შესახებ.
5. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში,მელაანის I შესახვევისთვის და გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთისთვის სპორტსმენის დავით ციმაკურიძის სახელის მინიჭების შესახებ.
6. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სამგორის ქუჩისთვის და ციხისძირის მონაკვეთისთვის საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
7. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ლეო და ნოდარ გაბუნიების სახელის მინიჭების შესახებ.
8. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის მსახიობის ნინო დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
9. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული სამი ჩიხისთვის და გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთისთვის მომღერლის მაია თომაძის სახელის მინიჭების შესახებ.
10. ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩისთვის მსახიობის თამარ სხირტლაძის სახელის მინიჭების შესახებ.
11. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში აკაკი ვასაძის ქუჩისთვის რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელის მინიჭების შესახებ.
12. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის ქუჩისთვის და „დ“ ქუჩისთვის მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ.
13. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთისთვის და გიორგი ჩიტაიას ჩიხისთვის ილუზიონისტის ზურაბ ვადაჭკორიას სახელის მინიჭების შესახებ.
14. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის ბოჭორმის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.
15. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის, მნათობის ქუჩის მონაკვეთისთვის, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთისთვის, პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთისთვის, მნათობის ჩიხის მონაკვეთისთვის მწერლის ზაირა არსენიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
16. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მნათობის ჩიხის ორი მონაკვეთისთვის მნათობის I და II ჩიხების სახელის მინიჭების შესახებ.
17. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ორხევის ქუჩისთვის და ორხევის I გასასვლელისთვის დრამატურგის გია ბადრიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
18. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სვანეთის ხევის ქუჩისთვის და შალვა ცინცაძის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის სახელის მინიჭების შესახებ.
19. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის, შესახვევებისთვის და გასასვლელებისთვის სპორტსმენის გიორგი სხირტლაძის სახელის მინიჭების შესახებ.
20. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დავით ჭიჭინაძის ქუჩისთვის რეჟისორის ზაზა ურუშაძის სახელის მინიჭების შესახებ.
21. ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის რეჟისორის გიზო ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ.
22. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის ქუჩის გაგრძელების, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ასი ათასი ქართველი მოწამის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.
23. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნორიოს აღმართისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
24. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივანე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის ხელბურთელის ჯემალ ცერცვაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
25. ქალაქ თბილიში, ნაძალადევის რაიონში აბესალომ ვეკუას ქუჩის გაგრძელების შესახებ.
26. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, რკინიგზის ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ავთანდილ იოსელიანის სახელის მინიჭების შესახებ.
27. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, გარეკახეთის ქუჩისთვის ხელოვნებათმცოდნე გურამ აბრამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
28. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული სამი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის სახელმწიფო მოღვაწის ფარიხან სოფიევას სახელის მინიჭების შესახებ.
29. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრთან არსებული სკვერისთვის მწერლისა და დრამატურგის გაბრიელ სუნდუკიანის სახელის მინიჭების შესახებ.
30. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელის მინიჭების შესახებ.
31. ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, ტრანსპორტის ქუჩისთვის პოეტის, ფილოლოგის ანზორ აბულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
32. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივანე მიჩურინის ქუჩის მონაკვეთისთვის აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სახელის მინიჭების შესახებ.
33. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული II შესახვევისთვის აკადემიკოს გივი ცინცაძის სახელის მინიჭების შესახებ.
34. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ნაძვების ქუჩის მონაკვეთისთვის ნაძვების I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.
35. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთისთვის მომღერლის ლევან კბილაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
36. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის შმაგი ხაიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
2023 წლის არქივი
2022 წლის არქივი
2021 წლის არქივი
2020 წლის არქივი
2019 წლის არქივი
2018 წლის არქივი
2017 წლის არქივი