+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
ღია კონკურსი
დახურული კონკურსი
გამარტივებული კონკურსი
მარეგულირებელი აქტები
შიდა კონკურსი
დახურული კონკურსი

                                                   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 

                                                                                    განცხადება

 

საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი სიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს  დახურულ კონკურსს  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში არსებულ შემდეგ ვაკანსიაზე:    ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს   თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნოს III  რანგის I კატეგორიის  უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.

განცხადებები მიიღება 2021  წლის 09  ივნისიდან   2021 წლის 13 ივნისის  ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

სსიპ საჯარო სამასხურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე  (www.hr.gov.ge)   ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში არსებულ შემდეგ ვაკანსიაზე:    ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს   თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნოს III  რანგის I კატეგორიის  უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების დროს კანდიდატმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთოს:

ა) უმაღლესი განათლების  დამადასტურებელი მოწმობის ასლი (უცხოურენოვანი დიპლომის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);

ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ გაფორმებული ასლი, მოითხოვება 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღი და დაკავებული თანამდებობა). 

საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება.

დახურული კონლურსის ეტაპებია:

·         განცხადების გადარჩევა

 

·         გასაუბრება

 

II  ეტაპზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კონკურის მეორე ეტაპი გაიმართება თბილისში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, მისამართი: ქ. თბილისი 0114, თავისუფლების 2.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ხმათა უმრავლესობის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

 

 

LiveZilla Live Chat Software