|
შიდა კონკურსი
|
|
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადება
საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს შიდა კონკურსს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. განცხადებები მიიღება 2025 წლის 12 ნოემბრიდან 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების დროს კანდიდატებმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთონ: ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (უცხოურენოვანი დიპლომის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი); ბ) სამუშაო გამოცდილება: მატერიალურ-ტექნიკური ან/და ლოჯისტიკის მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ გაფორმებული ასლი, შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღი და დაკავებული თანამდებობა).
საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება. დახურული კონკურსის ეტაპებია: განცხადების გადარჩევა გასაუბრება II ეტაპზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობისმოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კონკურის მეორე ეტაპი გაიმართება თბილისში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, მისამართი: ქ. თბილისი 0114, თავისუფლების 2. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ხმათა უმრავლესობის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადება
საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს შიდა კონკურსს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროტოკოლის განყოფილების მესამე რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტზე ვაკანსიაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. განცხადებები მიიღება 2025 წლის 12 ნოემბრიდან 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროტოკოლის განყოფილების მესამე რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების დროს კანდიდატებმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთონ: ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (უცხოურენოვანი დიპლომის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი); ბ) სამუშაო გამოცდილება: - 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ გაფორმებული ასლი, შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღი და დაკავებული თანამდებობა).