|
შიდა კონკურსი
|
|
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადება
საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს 2 შიდა კონკურსს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. განცხადებები მიიღება 2025 წლის 16 სექტემბრიდან 2025 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთების დროს კანდიდატმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთოს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა); ბ) სამუშაო გამოცდილება - 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით; დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ გაფორმებული ასლი შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა;
საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
შიდა კონკურსის ეტაპებია: · განცხადების გადარჩევა
· გასაუბრება
II ეტაპზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კონკურის მეორე ეტაპი გაიმართება თბილისში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, მისამართი: ქ. თბილისი 0114, თავისუფლების N 2 კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ხმათა უმრავლესობის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
|
|