|
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი
|
|
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადება
2025 წლის 1 სექტემბრიდან გამოცხადდეს სტაჟირების კონკურსი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში: ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამდივნო - 1 ვაკანსია;ბ) გარემოს დაცვის კომისიის სამდივნო - 1 ვაკანსია; გ) ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სამდივნო - 1 ვაკანსია;დ) ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სამდივნო - 1 ვაკანსია;ე) ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სამდივნო - 1 ვაკანსია; ვ) სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სამდივნო - 1 ვაკანსია.კონკურსი გამოცხადდეს ელექტრონულ მისამართზე www.hr.gov.ge და განცხადებების წარსადგენად განისაზღვროს ვადა 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:ა) იცის სახელმწიფო ენა;ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განისაზღვროს სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.7-4.0 ან/და ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოთ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს. სტაჟიორი უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების მსურველთათვის დადგენილ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საკონკურსო თემატიკას. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას ახორციელებს შესაბამისი საკონკურსო კომისია: ა) პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა;ბ) მეორე ეტაპი - გასაუბრება. კანდიდატი ვალდებულია დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge ) კანდიდატმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთოს:ა) შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;გ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;დ) სამოტივაციო წერილი. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება. ინფორმაცია კონკურსის ეტაპების გამართვის შესახებ თითოეულ კანდიდატს ეცნობება ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. კონკურსს სტაჟიორების შესარჩევად ატარებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესაბამისი საკონკურსო კომისია.
|
|