თბილისის საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
მათი განცხადებით, გახარიას გუნდი თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საკითხის დაყენებას ცდილობს, თუმცა, უკვე ორ წელზე მეტია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა უგულებელყოფს ამ ინიციატივას.
„წერეთლის გამზირის საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა და ყველასთვის თვალსაჩინო გახადა, რომ კორუფცია მთავარ გამოწვევად რჩება, - განაცხადეს ფრაქციის წევრებმა.
ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა გენერალურ პროკურატურას მოუწოდეს, დაიწყონ მათ მიერ 30 აგვისტოს შეტანილი მოთხოვნის თანახმად თბილისის მერიაში სისტემური პოლიტიკური კორუფციული ფაქტების კომპლექსური გამოძიება.
„თუ ვინმეს სურს რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, დაარწმუნოს „ქართული ოცნება“, რომ კორუფციის რისკებისგან დასაცავად ყველაზე ეფექტიანი გზა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნაა“, - განაცხადეს პარტიის წევრებმა.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 13,2024გიორგი შარაშიძემ ბრიფინგი გამართა
აგვისტო 16,2024საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა მოქალაქეებს გაწული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს
ოქტომბერი 26,2023