"ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელმა მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მერიის თანამშრომლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, სამსახურიდან მათი გათავისუფლება დაიწყო. ტატა ხვედელიანის თქმით, თბილისის მერიის რიგებიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები. როგორც ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ გათავისუფლებული საჯარო მოხელეები აუცილებლად აღიდგენენ კუთვნილ პოზიციებს.
„საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმოწერის გამო, თბილისის მერიამ, საკრებულოს დახმარებით, რეორგანიზაცია გამოაცხადა და სამსახურიდან გაუშვა განცხადებაზე ხელმომწერი თანამშრომლები. დღემდე საქართველოს მასშტაბით 300-მდე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული, მათგან 45-მდე თბილისის მერიიდან. მე დარწმუნებული ვარ და ამისთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით“- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
საკრებულოში ფრაქცია“თბილისი საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგი გამართა
იანვარი 28,2025საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა
დეკემბერი 24,2024ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოში გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს
ოქტომბერი 24,2024