თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატებმა მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
ანგარიშის წარდგენისას ფრაქციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საკრებულოს სხდომებზე, კომისიების მუშაობაში მონაწილეობის, ინიცირებებისა და წინადადებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
წარდგენისას ყურადღება გაამახვილეს ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე, თემებზე, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოებას, სოციალურ, საგანმანათლებლო, ურბანულ, ინფრასტრუქტურულ და სხვა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.
ფრაქციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ანგარიშის წარდგენას ფრაქციის წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.