თბილისის საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ მოქალაქეებს წლიური ანგარიში წარუდგინეს.
შეხვედრაზე ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოში საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაუსვეს ხაზი, წარმოადგინეს საკუთარი ხედვები სატრასპორტო რეფორმის შესახებ, რომელიც ეხებოდა მეტროს მოდერნიზაციას და განვითარებას დიდი დიღმის, ლილოს, აეროპორტის მიმართულებებით; ასევე თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელ მეტროს ხაზსა და ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობას.
ანგარიში წარდგენისას ფრაქციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საკრებულოს სხდომებზე, კომისიების მუშაობაში მონაწილეობის, ინიცირებებისა და წინადადებების შესახებ.
შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ქალაქში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოებას და სოციალურ პრობლემებს ეხებოდა.
ფრაქციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.