თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი თბილისის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შეხვდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, სტუდენტებს საკრებულოს შენობა დაათვალიერებინა და საკრებულოს შენობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის ფარგლებში თინათინ ნიბლოშვილმა სტუდენტებს თბილისის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს საქმიანობასა და თვითმმართველობის როლზე ესაუბრა.
„ასეთი უშუალო შეხვედრები, ინფორმაციების გაცვლა და ჩართულობის ხელშეწყობა ჩვენი ქალაქის გამოწვევებისა და კრეატიული გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია. საკრებულოს კარი ყოველთვის ღიაა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის. ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ თვითმმართველობის საქმიანობაზე, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე",- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრის დასასრულს კი სამომავლო თანამშრომლობასა და საერთო აქტივობების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.