თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი დედის დღესთან დაკავშირებით, რეხვიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.
თინათინ ნიბლოშვილმა 12 შვილის დედას სოფო პაიჭაძეს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
„ყველა დედას ვულოცავ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების კეთილდღეობას და გახარებას. მოხარული ვარ, რომ დღეს შემიძლია ეს დღე გმირ დედას მივულოცო, რომელიც ქვეყანას 12 შვილს უზრდის. სოფო პაიჭაძე ერთადერთია საქართველოში, ვისაც 12 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს"- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ბორის პაიჭაძის შვილიშვილს სოფო პაიჭაძეს გმირი დედის წოდება აქვს მინიჭებული.