თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე არასამთავრობო ორგანიზაციების „მიგრაციის ცენტრი“ და „ინიციატივები გლობალური თანამშრომლობისთვის“ ერთობლივი პროექტის „შეჩერდი, ზებრა ჩვენია!“ პრეზენტაციას დაესწრო.
პროექტი ორიენტირებულია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საგზაო უსაფრთხოების საკითხების სწავლების ხარისხის და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობაზე.
პროექტის ფარგლებში, შემუშავდება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებთან ადაპტირებული სახელმძღვანელოები წინა სასკოლო განათლებისა და მეორე/მესამე კლასებისთვის.
ასევე, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება საგზაო უსაფრთხოების დაცვის სწავლებაზე ორიენტირებული, სიმულაციური თამაშები და სასწავლო მასალები.