თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და თბილისის მთავრობას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ წარუდგინა.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, გრანტის სახით გამოყოფს 490 000 ევროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სპეციალური კვლევის ჩასატარებლად, რომლითაც ქალაქში სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაცია უნდა განხორციელდეს.
თავის მხრივ, აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იღებს ვალდებულებას პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 000 ევრო გამოყოს. შესაბამისად, ჯამში პროექტის ღირებულება 790 000 ევროს შეადგენს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.