საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის 4-წლიან მასშტაბურ პროექტს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია შეუერთდა. პროექტის Fia Rally Star-ი მიზანი, მსოფლიოს გარშემო ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო დისციპლინის "რალი"- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბებაა.
როგორც თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, პროექტში მონაწილე 140-ზე მეტი ქვეყნიდან სწორედ საქართველო იქნება ის პირველი, რომელიც მას გახსნის.
,,საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ორი თვის განმავლობაში სამი შესარჩევი (თბილისში, თელავსა და ქუთაისში) და ერთიც ფინალური (დედაქალაქში) ეტაპი გაიმართება. თითოეულ ეტაპზე კი საუკეთესო გოგონები და ბიჭები გამოვლინდებიან. დღეს, დღის ბოლოს თბილისში 30 გამარჯვებული გამოცხადდება.
საბოლოოდ, 14 მარტს საქართველოს ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები ევროპის კონტინენტურ ფინალზე გაემგზავრებიან,“-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსანტები შეჯიბრში ქართული კომპანია ,,აიქარის” ელექტრომობილებით მონაწილეობენ. საკრებულოს წევრმა აღნიშნულ კომპანიას, პროექტის სხვა მხარდამჭერებს, ასევე თბილისის საკრებულოსა და მერიას ღონისძიების ჩატარებაში ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.