თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საავტომობილო გზებზე (სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან) სიჩქარის ზღვარის შემცირებასა და კონტროლის შესაბამისი მექანიზმების დანერგვას შეეხებოდა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრებს საკითხი ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლებმა ირაკლი იზორიამ და გელა კვაშილავამ წარუდგინეს.
კომისიის წევრებმა მოისმინეს და მხარი დაუჭირეს სააგანმანათლებლო და სოციალური ტიპის დაწესებულებებთან სიჩქარის ზღვარის შემცირების მიმართულებით არსებული ევროპული გამოცდილების დანერგვას.