საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს მერაბ მამულაშვილს და ირინე ხაჩიძეს მოუსმინეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მამულაშვილმა კომისიის წევრებს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების მოძრაობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დღესვე იმსჯელეს დადგენილების პროექტზე, რომლის საფუძველზეც, მტკიცდება რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტი და განისაზღვრება გაჩერებები.
დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა ავტობუსებით (M2 კატეგორია) გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. მოცემული დადგენილების საფუძველზე გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის დაფინანსება ხორციელდება.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს