თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე დეპუტატებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N71-134 დადგენილებაში წარმოდგენილი ცვლილებები განიხილეს, რომლის თაობაზე ინფორმაცია დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
აღნიშნული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.