თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის გასაფორმებელი გრანტის ხელშეკრულებას მიეცა თანხმობა. საკითხი კომისიის წევრებს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ფინანსურმა დირექტორმა, ირმა არევაძემ წარუდგინა.
აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ „კორპორატიული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამის“ განხორციელების მიზნით, კომპანია Mott Macdonald CZ, spol. S.r.o-სთან საკონსულტაციო ხელშეკრულებას გააფორმებს.
გრანტის ოდენობა 280 000 ევროს შეადგენს. აღნიშნული პროგრამა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ კორპორატიული განვითარების პროგრამის შემუშავებას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების შესახებ (მომსახურების ხარისხი და სარეაბილიტაციო ღონისძიებები) საჯარო მონაწილეობის გაზრდას ითვალისწინებს.