თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო ავტობუსების მარშრუტების მოძრაობაში დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგინა.
მერაბ მამულაშვილმა კომისიის წევრებს ცვლილებების დადგენილების პროექტი დეტალურად გააცნო, რომლის მიხედვითაც 7 ახალი მარშრუტის დამატება, 4 მარშრუტის კორექტირება, 2 მარშრუტის გაერთიანება და ამ მარშრუტებზე სადღესასწაულო და დასვენების დღეებში 25 ავტობუსის დამატება ხდება.
დეპუტატებმა, მსჯელობის შემდეგ, წარმოდგენილი საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.