თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისია გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს შეუერთდა, რომელიც მიზნად გზებზე სიჩქარის ლიმიტის კონტროლის გაძლიერებისა და სიჩქარის ლიმიტის შემცირებისკენ მოწოდებას ისახავს.
გაეროს რიგით მეექვსე კვირეული 17 მაისს დაიწყო და 23 მაისს დასრულდება და მის გზავნილს ამჯერად ,,გაუფრთხილდი სიცოცხლეს გზებზე“ წარმოადგენს.
საკრებულოს სატრანსპორტო კომისია ღონისძიებაში მონაწილე 100-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საერთო მოწოდებას უერთდება და ლოზუნგს ,,ქუჩები სიცოცხლისთვის“ მხარს უჭერს.