თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სანებართვო პირობის დამატების საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები, კომისიის წევრებს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ბაჩო აბულაძემ წარუდგინა.
ცვლილების მიხედვით, აღნიშნული ავტოსატრანსპოტრო საშუალებების გაჩერება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იქნება შესაძლებელი.
კომისიის სხდომაზე დეტალურად განხილვის შემდეგ საკითხს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.