თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძის დანიშვნას მხარი დაუჭირეს.
გარდა ამისა, კომისიების წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2019 წლის, 15 მარტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე, დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს. აღნიშნული საკითხები, რომლებიც განსახილველად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა, საკრებულოს წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა წარუდგინეს.