თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინეს.
კომისიის წევრებმა საკითხის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დაუჭირეს მხარი.