თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებს საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით ჯაიანმა წარუდგინა.
კომისიამ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილა.
კომისიის წევრებმა აგრეთვე, ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტზეც იმსჯელეს.
ცვლილებების ფარგლებში, იზრდება რიგ მარშრუტებზე მოძრავი ერთეულების რაოდენობა და აგრეთვე, ემატება ახალი მარშრუტები.
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირა.