თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ, კომისიის წევრებს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების რეგულირების წესის და საფასურის დადგენის შესახებ დადგენილებაში შესატანი ცვლილებები გააცნო.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე დადგენილების პროექტებში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელთა მიხედვითაც, მეტროთი და ავტობუსებით (M3 კატეგორია) უფასო მგზავრობის უფლება მიეცემათ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ თანამშრომლებს.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.