თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საფასურის დადგენის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
საკითხი თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარადგინა.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით M3 და M2 კატეგორიის ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებებიც განიხილეს.
ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ კომისიის წევრებს თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა მიაწოდა. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.