თბილისის საკრებულოში სატრანსოპრტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათალისწინებული საკითხები სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარადგინეს.
კომისიის წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად, მხარი დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს. ასევე განიხილეს თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2017 წლის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს.
აღნიშნულ საკითხებს კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს. ამავე საკითხების შესახებ საკრებულოს სხდომაზე დღეს იმსჯელებენ.