თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებს განსახილველი საკითხები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა მერაბ მამულაშვილმა და ვასილ აბულაძემ წარუდგინეს.
დეპუტატებმა სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე და, ასევე, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების შესახებ ერთიანი ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს დადგენილებებში ცლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.