თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებს განსახილველი საკითხები მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, თბილისის მასშტაბით მოძრავი ავტობუსებითა (M3) და მეტროთი სამგზავრო გადაყვანისას, მგზავრების შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე იმსჯელეს; ფასდაკლება შეეხება როგორც სამგზავრო პლასტიკურ ბარათებს, ისე გადახდის სხვა ინოვაციურ საშუალებებს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.