თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებს განსახილველი საკითხები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ, ,,ქონების მართვის სააგენტოს“ წარმომადგენელმა ნინო კვეტენაძემ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ და მისმა მოადგილემ, მერაბ მამულაშვილმა წარუდგინეს.
კომისიამ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა, რაც ბიუჯეტის 12 მილიონი ლარით გაზრდას გულისხმობს. გაზრდილი ბიუჯეტი მეტროს ვაგონების მოდერნიზებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების გატარებას მოხმარდება.
დღევანდელ სხდომაზევე ელექტრომობილებისათვის დასატენი სადგურების ლოკაციები განისაზღვრა.
კომისიის წევრებმა ავტობუსის რამდენიმე ხაზზე მოძრაობის მარშრუტების ცვლილებაზე, ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებისა და ზონალური პარკირების ტარიფების დადგენის შესახებაც იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.