თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ორგანიზებით, წარმომადგენლობით ორგანოში, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას, რომელსაც საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე უძღვებოდა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მისმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე m3 კატეგორიის ავტობუსების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს.
პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად, აღნიშნული მარშრუტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალურად იმსჯელეს და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
საკრებულოში გამართულ შეხვედრას, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, რუსთავის საკრებულოსა და კომპანია „სისტრას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.