თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სამუშაო შეხვედრაზე N37 ხაზზე მომუშავე ავტობუსებში ღამის საათებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ ხელმძღვანელობას მოუსმინეს და ღამის საათებში მოძრაობის განსხვავებულ სქემასა და რეგულაციებზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
ავტობუსები N37 მარშრუტზე დღე-ღამის განმავლობაში სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით მოძრაობენ და ისინი როგორც როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე, ტურისტებს ემსახურებიან.