თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებს მოხსენება თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით ჯაიანმა წარუდგინა.
სხდომაზე თბილისის მეტროს პროექტთან დაკავშირებული ქვესასესხო ხელშეკრულების შესახებ საკრებულოს ხელმოწერის თანხმობის გაცემის თაობაზე იმსჯელეს, ასევე საკრებულოს წევრებმა მეორე საკითხად, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში მუნიციპალიტეტის 2019 წლის 15 მარტის კონკრეტულ დადგენილებაში ცვლილების შეტანაც განიხილეს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.