თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს წევრებს განსახილველი საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
კომისიამ იმსჯელა ცვლილებებზე, რომლიც დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს განსაზღვრავს.
დეპუტატებმა დღესვე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის დადგენილებაში ცვლილებები შეტანის შესახებ იმსჯელეს.