თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო კომისიის სხდომა შედგა, რომელზეც დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო ავტობუსების მარშრუტის მოძრაობაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, კიკეთი-წყნეთის მონაკვეთზე M3 კატეგორიის მქონე ყოფილი N5 მარშრუტის მოძრაობა აღდგება, რაც შესაძლებელი წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთის აღდგენის შემდეგ გახდა.
როგორც აღინიშნა, მარშრუტს N5 ახალი ნომერი - 81 მიენიჭა. მიზეზი შეცვლილი საზოგადოებრივი დატვირთვიდან გამომდინარეობს და ახლა უკვე ის წყნეთში თამარ მეფისა და მაია წყნეთელის ქუჩებიდან მ/ს ,,დელისამდე“ გადაიყვანს მგზავრებს.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხის დამტკიცების შესახებ დეპუტატები უკვე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.