თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, სატრანსპორტო საკითხთა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებულ სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განსახილველი საკითხები ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ წარადგინა.
დეპუტატებმა ინვესტორისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში, გეგეშიძის ბაღის, ვარკეთილის მეტროს და რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ტექნიკური-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობისა და ოპერირების მიზნით, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას დაუჭირეს მხარი.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისში დიდი დიღმის დასახლების მე-4 მ/რ -ის N25-ე კორპუსის მიმდებარედ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა თბილისში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და გაცვლის უფლებით იჯარისა და ასევე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებსაც.
3 კომისიის გაერთიანებულ სხდომას დეპუტატებთან ერთად სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების და ასევე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.