თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ინიციატივით, საერთაშორისო კომპანიის ,,მოტ მაკდონალდი“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ, რომელიც თბილისში უკვე რამდენიმე წელია სატრანსპორტო პროექტებს ახორციელებს, საკრებულოს წევრებს ავტობუსების მარშრუტებზე მგზავრობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების, ავტობუსებით მომსახურების ხარისხის მონიტორინგის და ასევე, მოსაცდელების დიზაინის თაობაზე საკუთარი ხედვები წარუდგინა.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სამუშაო შეხვედრას კომპანიის ,,მოტ მაკდონალდი“ წარმომადგენლები: მარკ სელინი, ონდრეი კოუკსი, ნანა ადეიშვილი, ასევე საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე, ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, მისი მოადგილე ნინო რუხაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს წევრი ლევან აბაშიძე და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.