თბილისის საკრებულოში ექვსი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დეპუტატებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას კომერციულ ბანკში საკრედიტო ხაზის ლიმიტის 12 მილიონი ლარით გაზრდას თანხმობა მისცეს.
დღესვე კომისიის წევრებმა მერიის საფინანასო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს და თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალურ გადანაწილებებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ქონების მართვისა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესის და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს და ასევე რამდენიმე მოქალაქისთვის საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად გადაცემას დაუჭირეს მხარი.
სხდომას კომისიების წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.