თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ამჟამად დიდუბის რაიონში მოქმედებს.
სატრანსპორტო საკითხთა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების წევრებს, პროგრამა დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა წარუდგინა.
სამუშაო შეხვედრა საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ინიციატივით გაიმართა. პრეზენტაციაზე გამგებელმა პროგრამის ფუნქციონირებისა და სტრუქტურის შესახებ ისაუბრა.
წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატები აღნიშნული პროგრამის ცალკეული ფუნქციური შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების პროგრამა დადებითად შეაფასეს და მისი ფუნციონირების არეალის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.