თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის, მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების და გამგებლების კანდიდატურები განიხილეს.
კომისიების სხდომა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობის დიდ ნაწილთან საკრებულოს გასული 4 წლის განმავლობაში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა აკავშირებს. მან მადლობა გადაუხადა მერიას თანამშრომლობისთვის და მომავალ მთავრობას წარმატებები უსურვა.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ თბილისის მთავრობის წარმოდგენილ კანდიდატურებს წარმატება უსურვა და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
დედაქალაქის ვიცე-მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ გაერთიანებულ სხდომაზე გასული 4 წლის მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. კომისიების სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საკრებულოს წევრების შეკითხვები ეხებოდა დედაქალაქისთვის აქტუალურ ყველა მიმართულებას: ფუნქციური ცვლილებების შეზღუდვას, მიწების მიტაცების საკითხს, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, სატრანსპორტო პოლიტიკას. საქალაქო პარკების მოწყობას, ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, ქუჩების რეაბილიტაციას, ბიბლიოთეკების, მუზეუმების რეაბილიტაციას და ბაღების მშენებლობას, თბილისში არსებულ მეწყერულ ზონებს, მულტიფუნქციურ ცენტრებს, ელიავას ბაზრობის და ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემების მოგვარებას.
დასმულ კითხვებს ვიცე-მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ, მერის მოადგილეობის კანდიდატებმა ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, ასევე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატებმა ამომწურავად უპასუხეს. კომისიების გაერთიანულ სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის შემდეგი შემადგენლობაა წარდგენილი:
თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) თანამდებობაზე ირაკლი ხმალაძე. თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ანდრია ბასილაია. თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბენდელიანი. თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ილია ელოშვილი.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (ადმინისტრაციის უფროსი) ვლადიმერ ჭიღლაძე. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიგა გიგაშვილი. თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარია. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი აბუთიძე. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სერგო ბირკაძე. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი გვილავა. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაიოზ თალაკვაძე. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისთანამდებობაზე გიორგი პაპავა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გელა ჩივიაშვილი. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (საქალაქო სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე ნიკოლოზ ჭონქაძე.
თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით უთმელიძე. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ვლადიმერ ძნელაძე. თბილისის გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილი. თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძე. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ნიკა ელისაშვილი. თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ბექა მიქაუტაძე. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კირკიტაძე. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ირაკლი ანდღულაძე. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის თანამდებობაზე გაიოზ ვასაძე. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძე.
თბილისის საკრებულოს 11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.