თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს. განკარგულების საფუძველზე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“300 ერთეულ M2 კატეგორიის მიკროავტობუსს შეისყიდის, რომელსაც მუნიციპალიტეტი თბილისში მოქმედ მიკროავტობუსების 4 კომპანიას სარგებლობის უფლებით გადასცემს.
დღესვე, კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ვასილ აბულაძეს მოუსმინეს. დეპუტატებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქალაქ თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების შესახებ“ იმსჯელეს. დადგენილების საფუძველზე, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული პირი„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო“ იქმნება. ახალი სამსახური თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში, შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის წარმოებასა და თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროცესების მართვას განახორცილებს.
განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გავა.