თბილისის საკრებულოს ფრაქციის -,,ევროპული საქართველო-თბილისი“ წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრა გამართეს და მათ 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
დეპუტატებმა შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსახლეობის წინადადებები მოისმინეს.