+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
ღია კონკურსი
დახურული კონკურსი
გამარტივებული კონკურსი
მარეგულირებელი აქტები
შიდა კონკურსი
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის

განცხადება

           

2024 წლის 2 აგვისტოდან გამოცხადდეს სტაჟირების კონკურსი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - 1 ვაკანსია;

ბ) გარემოს დაცვის კომისია - 1 ვაკანსია;

გ) ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - 1 ვაკანსია;

დ) ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - 1 ვაკანსია;

ე) ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია - 1 ვაკანსია;

ვ) სატრანსპორტო საკითხთა კომისია - 1 ვაკანსია.

2. კონკურსი გამოცხადდეს ელექტრონულ მისამართზე www.hr.gov.ge და განცხადებების წარსადგენად განისაზღვროს ვადა 2024 წლის  2 აგვისტოდან 2024 წლის  8 აგვისტოს ჩათვლით.

 3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე  (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

4.  შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განისაზღვროს სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/და ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოთ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.

5. სტაჟიორი უნდა აკმაყოფილებდეს  ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟიორობის კანდიდატებისთვის დადგენილ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საკონკურსო თემატიკას.    

6. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად.  სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას ახორციელებს შესაბამისი საკონკურსო კომისია:

ა) პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა;

ბ) მეორე ეტაპი - გასაუბრება.

7. კანდიდატი ვალდებულია დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.  სსიპსაჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.geკანდიდატმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთოს:

ა) შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

გ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამოტივაციო წერილი.

8. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.

9. ინფორმაცია კონკურსის ეტაპების გამართვის შესახებ თითოეულ კანდიდატს ეცნობება ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

10. კონკურსს სტაჟიორების შესარჩევად ატარებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესაბამისი საკონკურსო  კომისია.

11. ბრძანება გამოცხადდეს საჯაროდ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

13. ბრძანება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

15:00
22 ნოემ
საკრებულოს სხდომა
14:45
22 ნოემ
ბიუროს სხდომა
14:00
22 ნოემ
კომისიის სხდომა
განათლებისა და კულტურის
13:30
22 ნოემ
კომისიის სხდომა
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა
13:00
22 ნოემ
კომისიის სხდომა
სარევიზიო კომისია
12:30
22 ნოემ
კომისიის სხდომა
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის
12:30
22 ნოემ
კომისიის სხდომა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
11:00
22 ნოემ
კომისიის სხდომა
კომისიების გაერთიანებული სხდომა
10:30
22 ნოემ
კომისიის სხდომა
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის
15:00
21 ნოემ
კომისიის სხდომა
გარემოს დაცვის
12:00
21 ნოემ
კომისიის სხდომა
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო
LiveZilla Live Chat Software