თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (მუხიანი) მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე ამავე რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად მუხიანი 2 ის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო. მუხიანი 2-ში ჟვანიასა და საზანოს ქუჩების მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 600 კვ.მ ფართობზე, სადაც წყალარინების ქსელი უკვე მოეწყო, ასფალტის საფარი იგება.
ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ბორდიური.
მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე პროექტის დეტალები გააცნო.