თბილისის საკრებულოს ზღისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან,ირაკლი ხელაძესთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან,ზაზა გაბუნიასთან ერთად ზღვისუბნის X კვარტალში, N22 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერისა და სპორტული მოედნის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
"ზღვისუბანში უპრეცედენტოდ აქტიური კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან აქტიური ჩართულობით, კონკრეტული ლოკაციები შევარჩიეთ, რომელთა კეთილმოწყობა და განვითარება სპორტულ, რეკრეაციულ გასართობ-მოსასვენებელ სივრცეებად ადგილობრივებს სურდათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მიმდინარე სამუშაოები კეთილმოაწყობს და გაალამაზებს ტერიტორიას," - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
პროექტი 5 000-მდე კვ.მ ფართობის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, რომელიც რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა - სკვერი ლედ განათებებით, სარწყავი სისტემითა და გამწვანებით მოწყობა; გაკეთდება კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით; ასევე, მოსახლეობის მოთხოვნით, კეთილმოეწყობა საპარკინგე ზონა.