თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ მის საარჩევნო ოლქში მცხოვრებ მრავალშვილიან და მარტოხელა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„დღეს საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან და მარტოხელა ქალბატონებს ოჯახებში ვესტუმრე და პირადად მივულოცე ქალთა საერთაშორისო დღე. უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს, ვუსურვებ თითოეულ მათგანს ბედნიერებას და დიდ წარმატებას. ამ ქალბატონებს სისტემატიური ყურადღება სჭირდებათ, ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში მუდამ გვერდში დავუდგებით მათ “ - განაცხადა დავით უთმელიძემ.