ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში დიდუბესა და დიღმის მასივში მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების პატარებს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გივი ჩხარტიშვილმა მათ პირადად მიულოცა:
„მინდა პატარებს მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. მუშთაიდის პარკის ადმინისტრაციასთან ერთად დღეს ვმასპინძლობთ პატარებს.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გავულამაზოთ ბავშვებს დღევანდელი და ხვალინდელი დღეც. ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე არიან სწორედ ისინი. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ პატარას. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა მუშთაიდის პარკის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და მუშთაიდის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით დღეს ბავშვებს გასართობი სივრცეები და ატრაქციონები მთელი დღის განმავლობაში უფასოდ ემსახურებოდა.
პატარებს ასევე საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზის ისტორიას და მუშთაიდის პარკში დღემდე შემორჩენილ რამდენიმე საინტერესო ძეგლსა და რელიკვიას.