თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის, ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქცია „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სისხლის ბანკის ჩართულობით განხორციელდა.
აქციის ფარგლებში, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობაში რაიონის მცხოვრებლებმა და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მოსახლეობას აქციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სისხლის უანგარო დონაციის პოპულარიზაციის მიზნით ბროშურები დაურიგდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1 ივლისიდან სისხლის დონაცია ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ კანონით აიკრძალება და ქვეყანა სისხლის ჩაბარების ახალ სისტემაზე გადადის.