თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით და Caucasus Auto Import –ის დახმარებით, გლდანის 8 მ/რ, #23-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ათეულობით ძირი ხე-მცენარე დაირგო.
„ქალაქის უბნების გამწვანება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მეტი მწვანე სივრცისა და რეკრეაციული ზონების არსებობა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს, Caucasus Auto Import –ის დახმარებით გლდანის რაიონში მდებარე სკვერს ახალი სიცოცხლე შევძინეთ. მსგავსი აქტივობები მომავალშიც განხორციელდება .“- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ
აღსანიშნავია, რომ გამწვანების აქციაში მაჟორიტართან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა და Caucasus Auto Import –ის თანამშრომლები ჩაერთნენ.