თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე N163 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებთან, თვითმმართველობის აქტუალურ საკითხებზე და რაიონში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, ისაუბრეს.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, შეხვედრის მიზანი თვითმმართველობაში ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება და ახალგაზრდული, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.